აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიას მაისის შუა რიცხვებში გეგმავს. ასევე მის გეგმებშია ხერსონის ოლქის ანექსია და "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის" შექმნა, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება CNN.
"აშშ-ის დაზვერვის მაღალი სანდოობის ინფორმაციით, რუსეთი შეეცდება სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსია მაისის შუა რიცხვები მოახდინოს და ასევე გეგმავს შექმნას ანალოგიური ე.წ. "სახალხო რესპუბლიკა" ხერსონის ოლქში... ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი აპირებს რუსეთთან შეერთების თაობაზე "რეფერენდუმის" გამართვას, დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში და მოსკოვი ანალოგიურ გეგმას განიხილავს ხერსონის მიმართაც", - განაცხადა მან.
ამასთან კარპენტერმა აღნიშნა, რომ რუსეთი იტაცებს ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რათა ისინი მოსკოვის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჯგუფებით შეცვალოს, მისივე თქმით, ასევე უჩინარდებიან სკოლების დირექტორები, ჟურნალისტები, ადგილობრივი აქტივისტები და მუნიციპალიტეტების მოხელეები.