რუსეთმა უკრაინაში 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყენა, რაც სახმელეთო შეიარაღებული ძალების 65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ "ევროპეისკა პრავდა" ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.
დაზვრევის ცნობით, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ქვედანაყოფების მეოთხედზე მეტს ამ მომენტისთვის ბრძოლის უნარი დაკარგული აქვს.
"რუსეთის ზოგიერთი ელიტური ქვედანაყოფი, მათ შორის საჰაერო სადესანტო ძალები, განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა. სავარადუოდ, რუსეთს დასჭირდება წლები ამ ძალების აღსადგენად", - ნათქვამია დაზვერვის ინფორაციაში.