ბოლო ათ დღეში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაღწევად მეზობელ ქვეყნებს თავი შეაფარა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
"ლტოლვილების კრიზისი ევროპაში სწრაფი ტემპებით იზრდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - დაწერა გრანდიმ Twitter-ზე.
ამასთან, ევროკავშირი პირველი ტრანშის სახით 500 მლნ ევროს გამოყოფს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.
ცოტა ხნის წინ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლდოვამ 250 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.