სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში დაუდგენელი რაკეტა ისროლა.
გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დაზვერვა მონაცემებს აანალიზებს და მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას.
იაპონიის სანაპირო დაცვის ცნობით, რომელმაც პირველმა შეიტყო რაკეტის გაშვების შესახებ, შესაძლოა, ეს იყოს ბალისტიკური რაკეტა.
გაერო ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისა და გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამის გამო და თითქმის მთლიანად იზოლირებულია მსოფლიო არენაზე.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სავარაუდოდ, ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 500-კილომეტრიანი მანძილი დაფარა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან გასროლილი რაკეტა იაპონიის ზღვის წყლებში, იაპონიის ტერიტორიულ წყლებს მიღმა ჩავარდა.
რაკეტის გაშვებას გამოეხმაურა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, რომელმაც ფაქტს "უაღრესად სამწუხარო" უწოდა.
რაკეტის გაშვების წინ უსწრებდა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადება, რომ ფხენიანი გააგრძელებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი არასტაბილური სამხედრო ვითარების გამო.