საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 28.5%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 799 446 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 984 595 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 814 851 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.5%-ი.
30 სექტემბერს აიცრა 12 562 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.