საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 28.2%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 785 862 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 981 624 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.6%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 804 238 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.2%-ი.
29 სექტემბერს აიცრა 10 347 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.