საქართველოში ამ დროისათვის COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27.9 %-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 774 769 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 978 640 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 796 129 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.9 %-ი.
28 სექტემბერს აიცრა 12 469 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.