კოვიდ პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. კოვიდ პასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.
მოგზაურობის მსურველებმა კოვიდ პასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს
https://bit.ly/2ZALMy9
აცრის ბარათის, კოვიდ პასპორტისა და QR კოდებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს
https://bit.ly/3odlYSL