საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი ეთნოგრაფიულ მუზეუმში კულტურის სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.
წულუკიანი ირწმუნება, რომ სამინიტროს 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგება ის, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული.
"ათი წლის თავზე ხელშეწყობილი იქნება სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც, ტაბუ ვერ იქნება. ეს სიტყვები – წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ამოიძირკვა კულტურის დარგში. ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობილი. ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული. ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას, მეცნიერები და მეცნიერება იქნა დაკნინებული და მათი როლი დამცირებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.