ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე. აღნიშნულს "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
ამასთან, მთავრობის №322 დადგენილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.