ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა დაიწყონ. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„დღეისთვის ინფექციის შემთხვევების გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრულ დაწესების მიმართებაში, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.