ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეები ჟურნალისტები არიან, რადგან "ისინი ახალისებენ გარყვნილებას და ყველაფერს იმას, რაც ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს.
მეუფე ანტონი მედიის წარმომადგენლებს ჭინკებსა და მოძალადეებს უწოდებს.
"ჩემმა სიმართლემ გამახარა, რომ ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით მოძალადეებო. თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენ ხართ ამ ლგბტს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენ წისქვილზე დაასხმევინოს წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში.
არამც და არამც ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, ყველა წყეული იქნება, თქვენ ხო წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად მასე იქნება. დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ", - განაცხადა მეუფე ანტონმა.