ვაქცინაციის პორტალი https://booking.moh.gov.ge არ მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ვებგვერდი ამ დრომდე არ მუშაობს.
მოქალაქეების განცხადებით, ვაქცინაციის ცხელ ხაზზე, სადაც სატელეფონო ზარის საშუალებით არის შესაძლებელი რეგისტრაცია, არავინ პასუხობს.
ჯანდაცვის სამინისტრო შეფერხების შესახებ არაფერს იუწყება.