პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, "მთავარი არხი", "ფორმულა", "კავკასია" და "ტვ პირველი" მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.
დღის განმავლობაში ტელეკომპანიების ეკრანებზე 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, მთავრობის გადადგომის და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნები იქნება გამოსახული.
მანამდე, რეგიონულმა მაუწყებლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების ორგანიზებით, 11 ივლისიდან საპროტესტო აქციები იმართება თბილისში, პარლამენტის წინ.