შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.
ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სხვადასხვა მექანიზმი, რათა პასუხი აგებინოს ადამიანის უფლებების შელახვასა და ძალადობაში მონაწილე პირებს.
ნედ პრაისმა მწუხარება გამოთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და მიუსამძიმრა მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ცნობებს მისი გარდაცვალების გარშემო. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშიდისკენ და ძალადობის დასრულებისკენ, რომელსაც უკვე ერთი სიცოცხლე ტრაგიკულად შეეწირა", - დასძინ მან.
დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ ავრცელებს ცნობას სანქციების დაწესების თაობაზე.
"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანი უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოს გარშემო. სანქციები ერთ-ერთი ინსრუმენტია. ჩვენ სანქციების შესახებ, მათ დაწესებამდე არ ვაცხადებთ, როგორც იცით. თუმცა, ახლოს ვაკვირდებით სიტუაციას და დავაკვირდებით, რათა ვიხილოთ, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან, დაისჯებიან. როცა საქმე საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ეხება, ჩვენ მოვუწოდებთ, მათ ღიად, საჯაროდ, დაგმონ მომხდარი. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენ მოწოდებას, რომ ეს სრულყოფილად იქნას გამოძიებული და ძალადობის მონაწილეებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ", - თქვა მან.
"ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს 5-6 ივლისს ან ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა- უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული, დაკავებული და გასამართლებული კანონის სრული ძალით. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავებს მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველანი ვინც საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობს. ჩვენ მათ შევახსენებეთ მათ პასუხიხსმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებით სარგებლობენ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ საჯაროდ დაგმონ მსგავსი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
პრასიმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, ეწინააღმდეგება ძალადობას LGBTQ თემის წინააღმდეგ მსოფლიოს გარშემო.
"მსოფლიოს გარშემო, ჩვენ ამაყად ვუწყობთ ხელს LGBTQI ადამიანების დაცვას ძალადობისგან, შევიწროებისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან, და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ დონეზე LGBTQI+ მოძრაობებს და ადამიანებს. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით LGBTQI+ თემის წინააღმდეგ ძალადობას და ამ შემთხვევაში, სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი, გარდაცვლილი კოლეგის შემთხვევაში", - აღნიშნა მან.