დღეიდან, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები.
"აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ კოვიდ-პაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება იმგვარად უზრუნველყო, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით შეფერხება არ დაფიქსირებულა.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციისა და PCR ტესტირების პროცესი არ შეჩერებულა. ასევე არ შეფერხებულა ჰემოდიალიზის პაციენტების მიღება.
ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეაჩერა.
აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ის სამედიცინო დაწესებულების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება", - აცხადებენ რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოში.