გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს.
✅ აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 7 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 1 სამართალდარღვევა კი - აჭარაში.
➡ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მოქალაქემ 8 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
➡ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალაში კი, მოქალაქე 4 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.
➡ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სოფლებში - ნაბეღლავსა და ჩხაკაურაში, მოქალაქეები პირველადი გადამუშავების პროდუქტების - 14,16 კუბური მეტრი ფიცრის, 2,57 კუბური მეტრი ძელაკისა და 1,02 კუბური მეტრი ძელის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
❗ სამართალდამრღვევებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
❗❗ ჯამში ამოღებულია 12 მორი და 18 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
❗ სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.