ორგანიზაცია "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევებისთვის მოსკოვს მიემგზავრება და წუხს, რომ პრაიდის კვირეულის დროს თბილისში არ იქნება. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები, სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. მე გადავწყვიტე, რომ დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და საერთოდ კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას. მირჩია, რომ სასწრაფოდ ჩავიდე მასთან, რათა მისი დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ გაგრძელდეს კვლევაცა და შესაძლო მკურნალობაც. იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს თბილისში არ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ძალიან გთხოვთ, ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ", - თქვა ლევან ვასაძემ.