საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიადა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრმა 34-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო.
უნივერსიადის ფარგლებში, შეჯიბრები სპორტის 14 სახეობაში გაიმართა:
კალათბურთი
კალათბურთი 3X3 -ზე
ფრენბურთი
შვიდკაცა რაგბი
ქვიშის ფრენბურთი
ფუტზალი
მინიფეხბურთი
ძიუდო
სამბო
ჭადრაკი
ბადმინტონი
მაგიდის ჩოგბურთი
ქართული ჭიდაობა
ჯომარდობა
საუნივერსიტეტო სპორტის სახეობებში 7 000–ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. დასკვნით ღონისძიებას გამარჯვებული გუნდები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პროექტის მიზანია, საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, სპორტული ცხოვრების გააქტიურება, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
თარიღი და დრო: პირველი ივლისი, 20:00 საათი
მისამართი: სააკაძის მოედანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო