2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (454.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (444.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (353.9 მლნ. აშშ დოლარი).