2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 794.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 21.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 173.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (11.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.8 პროცენტია. "საქსტატში" განმარტავენ, რომ სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 968.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.0 პროცენტი იყო.