2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 752.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.2 პროცენტს შეადგენს. "საქსტატის" მონაცემებით, იმპორტის მოცულობამ 2 087.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 839.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.2 პროცენტით განისაზღვრა.