საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქუთაისში ევროკავშირი-საქართველოს დროშები აღიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დაესწრო.
"ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა ჩვენს ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო კარგად გაართმევს თავს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენი ევროინტეგრაციის კურსის სწორად წარმართვაში და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატებს, რომელთა სწორი მუშაობაც კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროპის ოჯახთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად შალამბერიძემ.
დროშების აღმართვის ცერემონიალი ჭავჭავაძის ქუჩაზე, პარტია ,,ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 27 ნოემბერს გადაიბარა.