საქსტატის მიერ ახალი ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (SNA 2008) არის საკმაოდ წინ გადაგმული ნაბიჯი, რადგან ამ მეთოდოლოგიით ევროკავშირის სახელმწიფოები დიდი ხანია ითვლიან სტატისტიკურ მონაცემებს და საქართველოს მიერ ამ მეთოდოლოგიის დანერგვა იქნება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მორიგი ვალდებულებების შესრულება. რაც სამომავლოდ მოხვდება შესაბამის ანგარიშებშიც, აცხადებს ექსპერტი ოთარ ანგურიძე.
მისი განმარტებით, აქამდე საქართველოში ეროვნულ ანგარიშთა სისტემა 1993 წლის მეთოდოლოგიით იანგარიშებოდა, ხოლო დღეიდან საქსტატი გადავა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროსტატის და გაეროს მიერ 2008 წელს ერთობლივად შემუშავებული მეთოდოლოგიაზე.
"ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე უმჯობესდება სტატისტიკური მონაცემების ხარისხი და რაც მთავარია იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, რადგან ინფორმაციის წარმოებაში ერთვება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც მანამდე არ გამოიყენებოდა. აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვამ ყველა ქვეყანაში გამოიწვია მონაცემების ზრდა და გაუმჯობესება.
არსებული ცვლილების შედეგად 2018 წლის მშპ-ს ზრდამ შეადგინა 8,6%, ხოლო ნომინალური მშპ-ს დონე განისაზღვრა 44,6 მლრდ ლარი.
საქსტატის მიერ ნებისმიერი მიმართულებით მეთოდოლოგიის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის უკეთეს პირობებში პოზიციონირებას", აცხადებს ექსპერტი.