რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 51-ე სკოლის მიმდებარედ, ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ორი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.
“ჯი-ეიჩ-ენი“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში, 51-ე სკოლასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრის ფაქტი არ დაადასტურეს.
პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ორი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.
რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მანდატურს და განათლების სამინისტროს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდები მეზობლებმა გააშველეს. ადგილზე ჰყვებიან იმასაც, რომ მსგავსი ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირად ხდება.