თბილისში, პეკინის 41 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, 45 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.