თბილისში, ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია.
შემთხვევა რამდენიმე ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა. მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.