თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარია. ავტომაგისტრალზე მაზუთით დატვირთულ სატვირთო იწვის. ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილს თურქული ნომრები აქვს.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.