სამართალდამცველებმა ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი პატარაია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.
ცნობილი ხდება, რომ დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.