27 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ლ.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,768.58 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები (წონა 6,3 კგ.) გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7,768.58 ლარის ოდენობით შეეფარდა.