თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 5 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მიწის მასაში მოყვა ორი ადამიანი. ცოტა ხნის წინ, მეხანძრე-მაშველებმა აღმოაჩინეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.
ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.