მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.