თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 მაისს, ქ.თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გ.კ-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ.მ-ს სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ხ.მ ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ძებნილი გ.კ. 2018 წლის 2 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.