ჩვენ არ ვამბობთ, რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს, ჩვენ ვამბობთ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მხარი დაუჭირეს ამ 10-კაციან სიას, პლუს მურუსიძე და ჩინჩალაძე, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
დღეს კანონით მათ ვერ გავათავისუფლებთ, თუ არ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საფუძვლიანი ეჭვებია მათ მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის შესახებ. პოლიტიკური ნება რომ იყოს, ძალიან კარგადაც გამოირკვეოდა, ვინ ვისთან ლაპარაკობს და ვინ ვის აძლევს დავალებებს.
„ჩვენ გარედან ერთადერთი რა ბერკეტიც შეიძლება, გვქონდეს, არის საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ ადამიანებს ამაზე ძალიან მკაფიო და კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ. ეს ძალიან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, რადგან როგორი უწყებებიც არ უნდა გვქონდეს, თუ სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება გადაჭრილი. როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს იგივე შსს ან პროკურატურა ან სხვა უწყებები, საბოლოოდ, ყველა საქმე მიდის სასამართლოში და, თუკი სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე, ეს იმდენად დიდი პრობლემა აღარ იქნება. ამიტომ ვლაპარაკობთ ამდენს სასამართლო სისტემაზე და ამიტომ გვტკივა გული, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი, მართლა კარგი რეფორმები ჩაეტარებინა და მათ ეს არ გამოიყენეს“, - ამბობს გიგაური.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა 10-კაცია სიას, უმრაველსობაში დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უვადო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს. საუბარია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურაზე. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირების გამო ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარიემ ბიძია ივანიშვილმა და კობახიძის მსგავად, ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.