გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვასთან დაკავშრებით განაცხადა, შესაძლოა თუ არა, რომ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში.
„გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს. ზოგადად ვამბობ ამას. მე მცირე ხარვეზი უკვე გითხარით. მცირე ხარვეზი იყო იმაში, რომ იმ კავშირზე საუბრობდა ქალბატონი ეკა ბესელია, რომელიც რეალურად არ არსებობს. ეს არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში გუნდურ თამაშთან, თუმცა ეს არის გარკვეული ხარვეზი. ვნახოთ, მომავალში როგორ გაგრძელდება მუშაობა - ხარვეზებით თუ ხარვეზების გარეშე. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ზოგადად გუნდი არის ძლიერი და ასევე ძლიერი დარჩება 2020 წლის საპარლამენტო არცევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ..
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.