ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა და დაახლოებით 150 ლარის ღირებულების სიგარეტი.
მისივე განცხადებით, მაღაზიაში 5 ქურდი შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.