უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენოკო კიევისთვის ახალი მიკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოს საბოლოოო გადაწყვეტილებას ელის, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროპარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სესიაზე, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის თანხის გამოყოფას ევროკავშირის მხრიდან, ერთი მილიარდი ევროს ოდენობით.
„მადლობა ყველა უკრაინის მეგობარს ევროპარლამენტში და ევროპის ინსტიტუტებში ერთიანობისთვის და უკრაინის მხარდაჭერისთვის. ველი მხარდაჭერას უახლოეს დროში, ევროკავშირის საბჭოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით“ - წერს პოროშენკო თავის „Facebook“-ზე.
ცნობისთვის, ის იქნება მესამე მიკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 2014 წლიდან მოყოლებული. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ უკვე მიიღო 2,8 მილიარდი ევრო მსგავსი პროგრამის ფარგლებში.