ევროპული საბჭოს სასამართლომ დაამტკიცა ექსკლუზიური უფლება ფრანგი დიზაინერის, კრისტიან ლუბუტენის ქალის ფეხსაცმელზე წითელი ძირით და აღიარა, რომ წითელი ფერი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საფირმო ნიშანი.
სამართალწარმოება დაიწყო 2012 წელს, როდესაც ჰოლანდიური მაღაზიების ქსელმა „vanHaren“-მა წარმოადგინა ფეხსაცმელების კოლექცია „Fifth Avenue“ წითელი ძირით“ - იუწყება "BBC".
ლუბუტენმა ეს არაკანონიერ ქმედებად მიიჩნია და სარჩელი აღძრა ჰააგის სასამართლოში, რომელმაც აუკრძალა „vanHaren“-ს ფეხასაცმელების წითელი ძირით გამოშვება.
2014 წელს „vanHaren“-მა სარჩელი სააპელაციოში შეიტანა, სადაც საქმე ევროპის სასამართლოს გადაუგზავნეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლუბუტენს არ შეიძლებოდა ჰქონოდა წითელ ძირებზე ექსკლუზივი, რადგან ევროკავშირის წესდებით, „საქონლის ფორმა, რომელიც მას მატებს დამატებით ღირებულებას არ არის აღიარებული სავაჭრო ნიშნის ელემენტად ევროკავშირის ტერიტორიაზე“.
ლუბუტენი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. მან ფეხსაცმელი წითელი ძირით პირველად 1993 წელს გამოუშვა, რომლის დროსაც მან გამოიყენა თავისი ასისტენტის ფრჩხილის ლაქი.