უკრაინის სარჩელის განხილვა რუსეთის მიმართ, გაეროს სასამართლოში, რომელსაც ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება და რასობრივი დიკრიმინაცია, რამდენიმე წელი დაჭირდება.
ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილე ელენა ზერკალი აკეთებს.
უკრაინამ 2017 წლის 16 იანვარს შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში. კიევი ამტკიცებს, რომ მოსკოვმა დაარღვია ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის კონვენცია და მოახდინა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაცია. უკრაინული მხარე ბრალდს დებს რუსეთის ფედერაციას ტერტორიზმის მხარდაჭერაში და უკრაინაში იარაღის მიწოდებაში. ასევე ბრალი ედება ყირიმელი თათრების და უკრაინელების ყირიმში დისკრიმინაციაში.
კიევმა დღეს გაეროს სასამართლოს გადასცა რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ მემორანდუმი.
„მემორანდუმის წარდგენის შემდეგ, რუსეთს ექნება უფლება შეიტანოს თავისი საჩივარი შესწორებებზე სასამართლოში. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხის განხილვა გაგრძელდება წელიწად ნახევარზე მეტ ხანს. რის შემდეგაც მოხდება საკითხის წერილობითი და ზეპირი განხილვა. საბოლოო ჯამში ეს დაახლოებით რამდენიმე წელს მოითხოვს“ - წერს ზერკალი თავის „Facebook“ გვერდზე.