უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა შეცვლილიყო ფორმულირება „სამოქალაქო ომი“ დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით „Deutsche Welle“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ამის შესახებ უწყების სპიკერი მარიანა ბეცა თავის „Twitter“-ზე წერს.
„მიუღებელია როცა „Deutsche Welle“ წერს „სამოქალაქო ომს“ უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის რუსეთის აგრესია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება უკრაინის მიმართ“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ჟურნალისტი ვალდებულია დაეყრდნოს და გააცნობიეროს ფაქტები და ხაზი გაუსვა რომ კიევი ელოდება სტატიის ჩასწორებას „საერთაშორისო სამართლის ნორმების“ ფარგლებში.
ჟურნალისტებმა გამოიყენეს სიტყვა „სამოქალაქო ომი“ სტატიაში. მოგვიანებით, მათი მოთხოვნის შემდეგ გერმანულმა მხარემ მოახდინა ჩასწორება და ფორმულირება "სამოქალაქო ომი" ჩანაცვლდა სიტყვით „კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში“.