აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მას დაუსვეს კითხვა, თუ როგორი იქნებოდა სამხედრო შედეგები ჩრდილოეთ კორეის მიმართ, თუკი ის არ შეასრულებდა პირობას დენუკლეარიზაციის შესახებ.
რაზეც მან უპასუხა, რომ „არ მინდა დავიმუქრო, ვფიქრობ ისინი ამას აცნობიერებენ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ეკონომია გააკეთოს „შეუსაბამო“ ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე სამხრეთ კორეასთან, თუკი ჩრდილოეთ კორეა დაიცავს შეთანხმებას დენუკლეარიზაციის შესახებ.
„სამხედრო თამაშები ძალიან ძვირია. მათგან უმრავლესობას ჩვენ ვაფინანსებთ. იმ ვითარებაში რომელშიც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, რომ შეუსაბამო იქნებოდა სწავლების ჩატარება“ - დასძინა ტრამპმა.
მისივე თქმით, 70 წლის წინ კორეაში ომი ზავთ დასრულდა. დაიღუპა უამრავი ამერიკელი სამხედრო. „დაიდო ზავი, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა. ეხლა ის მალე დასრულდება“ - ამბობს პრეზიდენტი.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დალაგდება. ეს მოხდება ძალიან მალე, თუმცა ჯერ ეს დრო არ დამდგარა.“ დასძინა ტრამპმა.