აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ახალი თანამშრომლობისა და მშვიდობისთის მზად არიან. ნათქვამია ერთობლივ დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ლიდერის სამიტის მსვლელობის დროს.
დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს რომ სამიტის მსვლელობისას კორეის ლიდერს არ ეკეთა მკერდზე ყოფილი ლიდერების პორტრეტი, რომელსაც ის ჩვეულებრივ ყოველთვის ატარებს.
დონალდ ტრამპმა თავის მხრივ დღევანდელი დღე „შესანიშნავად“ შეაფასა. „ჩვენ გავატარეს შესანიშნავი დღე და ცოტა რამ გავიგეთ ერთმანეთის და ერთმანეთის ქვეყნების შესახებაც“ - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს მრავალჯერ.
მედიის ცნობით, სამიტის მსვლელობის დეტალების შესახებ ინფორმაციის გაცვლა პრეზიდენტებმა მოგვიანებით ისურვეს.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „კაპელაში“, რომელიც სინგაპურის კუნძულზე მდებარეობს შედგა პირველი შეხვედრა ლიდერებს შორის. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს მიმდინარეობდა. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა მათი ისტორიული, პირისპირ შეხვედრა, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ ორივე ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს რომლის შინაარსი ჯერ არ მჟღავნდება.