გენინსპექციაში მივალ და იმ სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვ, რომლებმაც ჩვენზე იძალადეს და ყველაფერი თავზე დაგვამხეს, - განაცხადა ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ზვიად კუპრავას, ზაზა სარაკიძესა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპურება მოხდა.
სარალიძე სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას შეხვდება.ამის შემდეგ კი გენინსპექციას მიმართავს.
სარალიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარვე იყო მიღებული.
"ეს წინასწარ იყო გაწერილი და განჩენიც წინასწარვე იყო გათვლილი. ეს ჩემი მეგობრების და ზვიად კუპრავას დისკრედიტაციას ემსახურება", - აცხადებს სარალიძე.