დეპუტატი სალომე სამადაშვილი მოქალაქეებსა და ყველა ოპოზიციურ პარტიას დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დღეს ჩვენ ვგეგმავდით აქციაზე მისვლას 18:00 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის მხარადსაჭერად, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ამისთვის უნდა მივიდეთ. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შემოგვიერთდით პარლამენტთან, რათა ჩვენ ერთად უზრუნველვყოთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება ჰქონდეს ყველა ადამიანს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.