11 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4473 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8832 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8815 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5407 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2674 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ივნისიდან შევა ძალაში.