ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ივანიშვილი ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.
"ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.
ნუ შეგეშინდებათ მათი!
მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!", - წერს სააკაშვილი.