თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მხარდამჭერებთან ერთად გზა გადაკვეთა და საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძესთან დაკავშირება სცადა.
ტერიტორიაზე უკვე დაშალეს კარვები.