შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას “ხორავას ქუჩის” საქმის მასალები გადაუგზავნა. კომისიის წევრების თქმით, მასალა 10 ტომს მოიცავს. კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის, თქმით, ეს მასალა, სავარაუდოდ, სუბელიანის და მორჩაძის დაკავებასაც უნდა ეხებოდეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ კომისიამ „ხორავას ქუჩის“ საქმეზე საქალაქო სასამართლოდან მიიღო, რომელიც 12 ტომს მოიცავს.
უკვე ცნობილია, რომ კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება.