რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია 18:00 საათზე განახლდება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია.
ზაზა სარალიძემ მოსახლეობას მხარდაჭერისა და გვერდით დადგომისკენ მოუწოდა.
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას, ასევე იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომას ითხოვს.