საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.91 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.96% წინა კვირასთან შედარებით და -12.97% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 808 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 19.75 – 21.11 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.84%-ით, ხოლო წინა თვესთან მოიმატა 2.75%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 2.05% შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.4% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 4,211 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.71 – 11.21 დიაპაზონში.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.04 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+1.43% წინა კვირასთან შედარებით და +1.31% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 211 ათასს გადააჭარბა, GBP 16.72 – 17.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.23% წინა კვირასთან შედარებით და +5.46% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 37 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.68 – 2.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.03% შეადგინა.